Wednesday, July 15, 2015
მეცხრე დღის რეფლექსია
დღეს, დამამთავრებელ ტრენინგზე, ფასილიტაციის კითხვარი ავტვირთეთ და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე, ვისწავლეთ ვიდეოებისა და სურათების გადმოტვირთვა youtube დან და მათი გამოყენება პროექტის დროს, ბლოგზე გადავიტანეთ ჩვენი პორტფოლიო და ინფორმაცია ჩემს შესახებ. დასკვნით ეტაპზე კი მოვაწყვეთ ჩვენი პორტფოლიოს პრეზენტაციები. უღრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს, უსაყვარლეს და ენერგიულ მაიკოს. ძალიან შემიყვარდი. ინტერნეტმა დღესაც გაგვაწვალა..
Tuesday, July 14, 2015
მერვე დღის რეფლექსია
დღევანდელ ტრენინგზე 14.07.2015წ. გავაკეთეთ ფასილიტაციის კითვები drive ში, ვისწავლეთ ლინკის ჩასმა და გამოქვეყნება ბლოგზე. ტრენინგი საინტერესო იყო. მადლობა მაიკოს იმ შრომისათვის, რომელაც იგი ეწევა ჩვენთან მუშაობისას.
Monday, July 13, 2015
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღევანდელ ტრენინგზე 13.07.2015წ. უზომოდ დავიღალე.. ბევრი რამ გაუგებარი დარჩა ჩემთვის. კომპიუტერმაც არ შემიწყო ხელი.. რამდენჯერმე გმეთიშა და ვფიქრობ, ამანაც იმოქმედა ჩემს განწყობაზე.. რეფლექსიასაც ამიტომ ვწერ სახლში,..
Saturday, July 11, 2015
Thursday, July 9, 2015
მეექვსე დღის რეფლექსია
მეევსე დღის რეფლექსიაზე კორექციები შევიტანეთ ჩვენს მიერ აწყობილი მოსწავლის თემის პრეზენტაციებში, უკვე დასრულებული თემის პრეზენტაციები ავტვირთეთ googl drive ში და გამოვაქვეყნეთ ჩვენს ბლოგზე. სამუშაო იყო რთული, მაგრამ საინტერესო.. იმედი მაქვს შევძლებ საშინაო დავალების დამოუკიდებლად გაკეთებას.. მადლობა ტრენერს.
Wednesday, July 8, 2015
მეხუთე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღის ტრენინგზე, 08.07.2015წ. პროექტის გეგმა დავასრულეთ, ავტვირთეთ იგი შესაბამის ფაილში და მოვახდინეთ მისი პრეზენტაცია. მადლობა ტრენერს. საინტერესო ტრენინგი იყო.
Tuesday, July 7, 2015
მეოთხე დღის რეფლექსია
დღევანდელ ტრენინგზე 07.07.2015წ. ჩვენს მიერ გაკეთებული საინფორმაციო ბუკლეტები გავაფორმეთ, ჩავსვით სურათები და საბოლოო სახე მივეცით.. გარდა ამისა ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შევსებასა და შეფასების რუბრიკაზე პროექტის მსვლელობის დროს. დღევანდელი ტრენინგი ჩემთვის სხვა ტრენინგებზე ნაყოფიერი იყო.. მადლობა ტრენერს..
Sunday, July 5, 2015
მესამე დღის რეფლესია
დღევანდელ 5 ივლისის ტრენინგზე, ჯერ ზეპირად განვიხილეთ ბუკლეტის საიფორმაციო დანიშნულების შესახებ, მისი გაფორმება, შინაარსი და თანმიმდევრობა, რომელიც შემდეგ გადავიტანეთ ვორდის პროგრამაში და შევაფასეთ კოლეგების ნამუშევრები კომენტარებით.დღეს უკეთესად გავიგე. მადლობა ტრენერს.
„ ციხე- ტაძართა საგალობელი „
მიმართულების მიმცემი კითხვები:
ზოგადი კითხვა: რანი ვართ და საიდან მოვდივართ.
რა გავლენას
ახდენს უძველესი ქართული ტაძრები თანამედროვე ცხოვრებაზე?
თემატური კითხვები:
ა. რა სიახლეები
დაამკვიდრა ქრისტიანულმა რელიგიამ ხელოვნებაში?
ბ. როგორი იყო
პირველი ქრისტიანული ტაძრები რომში, ბიზანტიასა და საქართველოში?
გ. რით განსხვავდება
ქართული ადრექრისტიანული ხანის ქართული ტაძრები იმავე პერიოდის ბიზანტიური ტაძრებისაგან?
შინაარსობრივი კითხვები:
ა. დაასახელეთ
და აღწერეთ ადრექრისტიანული ხანის ქარტული ბაზილიკური ტაძრები.
ბ. როგორი იყო ამ ტაძრების ფასადებისა და ინტერიერების
შემკულობა?
გ. როგორ შეიცვალა ქართული სატაძრო არქიტექტურა X-XI
საუკუნეებში, საქართველოს გაერთიანების დროს და რატომ?
დ. როგორია ერთიანი და ძლიერი საქართველოს ტაძრების
( ოშკი, ბაგრატის ტაძარი, სვეტიცხოველი, ალავერდი) ინტერიერებისა და ფასადების შემკულობები
და რით განსხვავდება ისინი XII
საუკუნის თამარის ეპოქის ტაძრებისაგან? (ფიტარეთი, ბეთანია, ყინწვისი,
ქვათახევი, წუღრუღაშენი).
ე. დაასახელეთ
და აღწერეთ გვიან შუასაუკუნეების ქართული ტაძრები. (ზარზმა, მეტეხი, ახალი შუამთა,
გერგეტის სამება) და შეადარეთ ისინი წინარე
პერიოდის ქართულ ტაძრებს.
Saturday, July 4, 2015
მეორე დღის რეფლექსია
დღევანდელ ტრენინგზე, 4 ივლისს, ტრენერმა აგვიხსნა ტემის შესაბამისი ბუკლეტის დამზადება, რომლის სათაურიც, გაფორმებაც და შინაარსიც უნდა იყოს საინტერესო. გარდა ამისა განვიხილეთ პროექტების ვარიანტები.
Thursday, July 2, 2015
პირველი დღის რეფლექსია.
დღევანდელ ტრენინგზე, 2 ივლისს, რომელიც ითვალისწინებს "ინტელის" პროგრამით მუშაობას, ჩვენ გავეცანით ბლოგების შექმნას, რომელიც მომავალში დაგვეხმარება პროექტების სწორედ დაგეგმვასა და მის შესრულებაში. თანამედროვე სასწავლო პროგრამა ამგვარ პროექტულ მუშაობას ხშირად ითვალისწინებს, მე კი მუშაობის ამგვარ მეთოდს არ ვფლობდი.ტრენერმა მაია ჯოხაძემ დღევანდელ შესავალ ტრენინგზე აგვიხსნა ამგვარად დაგეგმილი პროექტის არსი, რამაც ჩემზე დადებითი ეფექტი გამოიწვია.
Subscribe to:
Posts (Atom)